თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ძლიერი აფეთქება მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 30 ადამიანი. 
ადგილობრივი პრესის ცნობით, აფეთქება უშიშროების სამმართველოს შენობასთან, დილის საათებში განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი.

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, დიარბაქირში მსგავსი ინციდენტების უკან როგორც წესი, თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.