”რესპუბლიკური პარტია” სამოცამდე წევრმა დატოვა

”რესპუბლიკური პარტია” სამოცამდე წევრმა დატოვა

”რესპუბლიკური პარტიის” გორის ორგანიზაცია სამოცამდე წევრმა დატოვა. ამის შესახებ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარემ ვახტანგ ბერკაცაშვილმა ტელეკომპანია ”თრიალეთის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება შიდაპარტიული კონსულტაციის შემდეგ, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდა მიღებული.
”ვტოვებ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს და ”რესპუბლიკურ პარტიას”. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ჩემი გუნდის წევრებმაც, რომლთა რაოდენობაც 50-60 ადამიანამდეა. ეს გადაწყეტილება მიღებული მქონდა არჩევნებამდე და მანამ, სანამ დათო უსუფაშვილი გააკეთებდა განცხადებას. თუმცა, რადგან იყო წინასაარჩევნო პერიოდი, ჩვენ არ გადავდგით ეს ნაბიჯი და პარტიას ბოლომდე გავყევით”, - განაცხადა ვახტანგ ბერკაცაშვილმა. 
რეგიონული მედიის ინფორმაციით, პარტიის უკვე ყოფილი წევრები გორის საკრებულოს დატოვებას არ აპირებენ. ისინი საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების რანგში გააგრძელებენ.