მამუკა მდინარაძე:   კოჰაბიტაციას ბოლო არჩევნებმა წერტილი დაუსვა

მამუკა მდინარაძე: კოჰაბიტაციას ბოლო არჩევნებმა წერტილი დაუსვა

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესის დინამიკა შესაძლოა, დამაკმაყოფილებელი არ იყო, თუმცა, ეს პროცესი დაწყებულია.

მისი თქმით, მთავარ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტია შექმნილი, რომელიც საკმაოდ წარმატებულია.

"ბოლო დროს ვამჩნევთ, რომ ეს დეპარტამენტი ქონების დაბრუნების ნაწილში ძალიან წარმატებით მუშაობს. დეპარტამენტში საკმარისი კადრები არ არის და თუ კადრების რაოდენობის გაზრდაზე იქნება საუბარი, ამას სიამოვნებით დავეთანხმები", - განუცხადა მდინარაძემ 2030-ს.

მისი თქმით, დემოკრატიის ხარისხი ის აუცილებელი პირობაა, რაც ეკონომიკის განვითარებაზე პირდაპირ მოქმედებს. 

"დემოკრატიის ხარისხი ის აუცილებელი პირობაა, რაც ეკონომიკის განვითარებაზე პირდაპირ მოქმედებს. თუ ადამიანის უფლებები, ბიზნესის თავისუფლება და ის მთავარი მიღწევები, რისი მოპოვებაც "ქართულმა ოცნებამ" შეძლო არ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ, ქვეყანა ვერ განვითარდება. რაც შეეხება კოჰაბიტაციას, ამას ბოლო არჩევნებმა წერტილი დაუსვა. ეს შეკვეთა "ქართულ ოცნებას" საზოგადოებამ მისცა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.