"გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "ქართულ ოცნებაში" არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით ძალიან სწორი ხედვა აქვთ.
მისი თქმით, მათ მიერ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და რეფორმებს პოლიტიკური ნება სჭირდება.
"ქართულ ოცნებას" ორი არჩევანი აქვს, ან სწორ რეფორმებს გაატარებს და ქვეყანას სწორ რელსებზე დააყენებს, საიდანაც ვეღარ გადავუხვევთ, ან მათი რეიტინგი ძალაუფლების შენარჩუნებაში გაიფლანგება. ვნახოთ რას იზამენ", - განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ 2030-ს.