რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილე, გრიგორი კარასინი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
კარასინი აცხადებს, რომ ამ საკითხისადმი მიდგომისას საჭიროა ევროკავშირსა და საქართველოს შორის შესაბამისი პროცესების გათვალისწინება.
მისი თქმით, საქართველომ 2006 წელს, ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, ხოლო 2012 წელს, შემუშავდა დეტალური გეგმა, რომლის შესრულების შესახებაც საქართველო ბრიუსელს რეგულარულ ანგარიშს აბარებდა რამდენიმე წლის განმავლობაში.
"საუბარია დიდ და შრომატევად სამუშაოზე, რომელიც მოიცავდა მჭიდრო სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას საგარეო და მავალი სხვა უწყების კუთხით.
ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ასეთი სამუშაოს შესრულება რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ვითარებაში", - განაცხადა კარასინმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში.