პრემიერი ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება

პრემიერი ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. აღნიშნული ინფორმაცია კვირიკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს დაუდასტურა.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე განხილვას ადასტურებს ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი ეკა ბესელიაც. თავად კობახიძე კი მედიასთან კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტი პირველივე სესიაზე ფარული კენჭისყრით ირჩევს. თავმჯდომარის არჩევას ულ მცირე 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. არსებული რეგლამენტის თანახმად, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.