პარლამენტის თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა და მას ექნება გუნდის მხარდაჭერა

პარლამენტის თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა და მას ექნება გუნდის მხარდაჭერა

პარლამენტის მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით ცნობილია, რომ წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა და უდავოდ მას ექნება გუნდის მხარდაჭერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას თქმით, ამ ეტაპზე გრძელდება კონსულტაციები, რის გამოც კონკრეტიკისგან თავს იკავებს. ”სახელდება ბევრი სხვადასხვა პოზიცია, მე ვერც ჩემ თავთან და ვერც სხვასთან დაკავშირებით, გარდა პარლამენტის მომავალი თავმჯდომარისა, ვერ დავადასტურებ ვერაფერს. არის სხვადასხვა შემოთავაზებაც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ პოლიტიკურ საბჭოზე. პარლამენტის მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით ცნობილია, რომ წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა და უდავოდ მას ექნება გუნდის მხარდაჭერა”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.