ჩინეთის სამი მოქალაქე სოფელ ზვარეში ქართველი მუშების ცემის ფაქტზე დააკავეს

ჩინეთის სამი მოქალაქე სოფელ ზვარეში ქართველი მუშების ცემის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ზვარეში მომხდარი ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მოხდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წუხელ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.