საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს

საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს

”ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ ეტაპზე მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს და ეს პროცესი მიმდინარე კვირას დასრულდება. ამასთან, ბესელია თავს იკავებს იმ ინფორმაციის დადასტურებისგან, რომლის მიხედვით, პირადად მისი კანდიდატურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. ბესელიას თქმით, ამ ეტაპზე არაფერი გადაწყვეტილი არ არის.

”ორი დღეა, რაც განხილვების პროცესი დაიწყო. კონსულტაციები იმის შესახებ, თუ ვინ სად შეიძლება იყოს, მიმდინარე კვირას დასრულდება. ახლა მიმდინარეობს ინდივიდუალური სამუშაო ფორმატი, გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეთანხმდება. განხილულია სხვადასხვა შემოთავაზებები კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე”, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.