კონკრეტულ კანდიდატურებზე განცხადებას გააკეთებს ჩვენი ლიდერი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც 2-3 დღეში ჩატარდება

კონკრეტულ კანდიდატურებზე განცხადებას გააკეთებს ჩვენი ლიდერი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც 2-3 დღეში ჩატარდება

კონკრეტულ კანდიდატურებზე განცხადებას ჩვენი პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გააკეთებს, რომელიც 2-3 დღეში ჩატარდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ შიგნით ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს.

კითხვაზე: უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება მნიშვნელოვან ცვლილებებს, თარაკვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე მოხდა საზოგადოების არჩევანიდან გამომდინარე.

„კონკრეტულ კანდიდატურებზე განცხადებას ჩვენი ლიდერი პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გააკეთებს, რომელიც 2-3 დღეში ჩატარდება. მე არაფრის გამორიცხვა ან დადასტურება არ შემიძლია, ვინაიდან გვაქვს გარკვეული თამაშის წესები და უხერხული იქნება ჩემგან რაიმეს თქმა იქამდე, ვიდრე ჩვენი ლიდერი გააკეთებს განცხადებას. პარტიის შიგნით მიმდინარეობს საკმაოდ ჯანსაღი პროცესები. რაც შეეხება ცვლილებებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე მოხდა საზოგადოების არჩევანიდან გამომდინარე. შემიძლია ვთქვა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.