“ქართული ოცნების“ წევრის, გედევან ფოფხაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მხოლოდ პიროვნული კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პოლიტსაბჭო მიიღებს.
ფოფხაძისთვის პოლიტსაბჭოს სხდომის თარიღი უცნობია.
“ეს კონსულტაციები არის პირობითი. სწორი არ იქნება კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში კონკრეტულ სტატუსებზე საუბარი, რადგან მთლიანობაში, პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას საერთო სურათიდან გამომდინარე მიიღებს. ერთია, ჩვენ რა გვინდა, მეორეა, საერთო საქმიდან გამომდინარე რა არის სწორი. პარტიის პოლიტსაბჭო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გამოვა. პარლამენტის აბსოლიტურად ყველა წევრთან მოხდება წინასწარი გასაუბრება. ვინაიდან, გადაწყვეტილების მიღება პოლიტსაბჭოს ფორმატში ხდება, ამ დეტალების გამჟღავნება სწორად არ მიმაჩნია. უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ის ხალხი, ვინც კონსულტაციებს გადის და თვითონ პროცესიც დაზარალდება. აქედან გამომდინარე სწორია, ოფიციალურ ინფორმაციას დაველოდოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.
“ქართული ოცნების“ სათაო ოფისში პარტიის წევრები სამუშაო კონსულტაციებს გადიან. ისინი არ აკონკრეტებენ, ამ დროისთვის მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ თუ არა უშუალოდ პარტიის თავმჯდომარე და გენერალური მდივანი.