ბერლინში საპარლამენტო პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, რომლის თემაც შლეზვიგ - ჰოლშტაინის სამხარეო არჩევნებია. საქმე ის არის, რომ არჩევნებმა ლიდერი პარტია ცალსახად ვერ გამოავლინა.
გერმანიის ჩრდილოეთის ამ მიწაზე ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით ძალიან მცირე უპირატესობით, 30.8%-ით პირველ ადგილზე კანცლერ მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირია, მას ფეხდაფეხ მიყვება ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია (30.4%), ხოლო მესამე ადგილი 13.2%-ით „მწვანეებს“ ერგოთ.
ექსპერტების გაოცებას აღარ იწვევს „მეკობრეთა პარტიის“ მორიგი წარმატება. ტრადიციული ევროპისათვის არაორდინალური იდეების ამ პარტიამ ამჯერადაც მოახერხა ბარიერის გადალახვა და მათზე რამდენჯერმა „ასაკოვან“ „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანაბრად ამომრჩეველთა 8.2% მიიღო. შესაბამისად ეს ორი პარტია ადგილობრივ პარლამენტში 6-6 მანდატს მიიღებს. ასევე თანაბარი (22-22) წარმომადგენლობა ყავთ ქრისტიან-დემოკრატებსა და და სოც-დეკებას. 10 მანდატი აქვთ „მწვანეებს“. 3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი დანიური უმცირესობა „სამხრეთ შლეზვიგის ამომრჩეველთა კავშირი“, რომელმაც მართალია ამომრჩეველთა მხოლოდ 2.2%-ის მხარდაჭერა მოიპოვა, მაგრამ ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით მას დადგენილი 5%-იანი ბარიერი არ ეხება.
მიუხედავად პირველი ადგილის ფრაუ მერკელის პარტია მაინც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მათმა პარტნიორმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ფაქტიურად ფიასკო განიცადეს. ცალსახაა, რომ მხოლოდ მათი კოალიცია ვერ შეძლებს მმართველი პოზიციების შენარჩუნებას. ყველაზე სავარაუდო და რეალურ კოალიციად ამ ეტაპზე სოციალ-დემოკრატების, „მწვანეების“ და „სამხრეთელების“ კავშირი გამოიყურება. ამ პარტიების სიმბოლური ფერების გამო, შესაძლო კოალიციას სახელიც მოუძებნეს-„დანიური შუქნიშანი“. კოალიციის ფორმირების შემდეგ ლანდსტაგის პრემიერის პოსტს სავარაუდოდ სოციალ-დემოკრატების კანდიდატი ტორსტენ ალბიგი (თორსტენ Aლბიგ) დაიკავებს.
„დანიური შუქნიშანის“ უპირატესობა ძალიან მყიფე იქნება. რა თქმა უნდა სტაბილურობის თვალსაზრისით დიდი კოალიციის შექმნა უფრო უპრიანი იქნებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ტორსტენ ალბიგს მოუწევდა პრემიერის პოსტის გამარჯვებული პარტიის კანდიდატის, იოსტ დე იაგერისთვის (ჟოსტ დე ჟაგერ) დათმობა. მოვლენების ამგვარი განვითარება სოციალ-დემოკრატების გეგმებში არ შედის. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი შლეზვიგ - ჰოლშტაინის სათავეში თავიანთი კაცი იხილონ.
როგორც ჩანს ქვეყნის წამყვანი პოლიტიკურ პარტიისთვის სირთულეების პერიოდი კვლავაც გრძელდება. შეგახსენებთ, რომ გასულ 2011 წელს გამართულ „ლანდსტაგების“ უმეტეს არჩევნებზე მერკელის პარტიამ პოზიციები დათმო.
ბუნდესტაგის არჩევნების გენარალურ რეპეტიციად შეიძლება 13 მაისს დაგეგმილი ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის არჩევნები მივიჩნიოთ, სადაც გამოკითხვების მიხედვით სოციალ-დემოკრატები უპირატესობის მოპოვებასა და მმართველი „წითელ-მწვანე“ კოალიციის ჩამოყალიბებას, ხოლო მათი ლიდერი ჰანელორე კრაფტი (Hანნელორე Kრაფტ) პრემიერ-მინისტრის პოსტის შენარჩუნებას შეძლებენ.
ამავე დროს ექსპერტთა ინტერესის საგანია „თავისუფალი დემოკრატების“ ახალი რეგიონალური ლიდერი კრისტიან ლინდერი (ჩჰრისტიან Lინდნერ). შეძლებს თუ არა ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსის ხელმძღვანელობით პარტია საარჩევნო ბარიერის დაძლევას ამას სულ მალე გავიგებთ.