დავით უსუფაშვილი დარჩა ოპოზიციურ მდელოზე, ჩემი ყოფილი თანაგუნდელები კი კატეგორიულად გამორიცხავენ ოპოზიციონერობას, - ასე გამოეხმაურა ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე დავით უსუფაშვილისა და ”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრების შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, მას ასეთი გაერთიანება გამორიცხული ჰგონია.
”დავით უსუფაშვილი დარჩა ოპოზიციურ მდელოზე. მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ აპირებს ოპოზიციაში ყოფნას, ხოლო ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები კატეგორიულად გამორიცხავენ ოპოზიციონერობას. აქედან გამომდინარე, უსუფაშვილისა და ”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრების გაერთიანება გამორიცხული მგონია”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრების სამთავრობო თნამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობას, ნინო გოგუაძე ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს, სანამ მას დადასტურებული ინფორმაცია არ ექნება.
”სანამ მე დადასტურებულად არ მექნება ვიქტორ დოლიძისგან ინფორმაცია, რომ იგი თანახმაა მიიღოს ეს თანამდებობა, მანამდე კომენტარს არ გავაკეთებ”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.