იტალიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

იტალიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

იტალიაში მიწისძვრა მოხდა. 4,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგი ღამის საათებში, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. 
მიწისძვრის ეპიცენტრი 8,4 კილომეტრის სიღრმეზე, პროვინცია მაჩერეტაში იყო, თუმცა ბიძგები რომშიც იგრძნობოდა.

ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა. 

ბოლო 10 დღის განმავლობაში იტალიაში ძლიერი სეისმური აქტივობა შეინიშნება. სტიქიამ მეტწილად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.