საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში, 4 მეჩეთი დახურეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხივე მეჩეთში ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ მიმართული პროპაგანდა მიმდინარეობდა.
„რელიგიური მიზნების სახით, აღნიშნულ მეჩეთებში იმართებოდა შეკრებები, რომლის მიზანიც რადიკალური იდეოლოგიის გავრცელება იყო. აღნიშნული ეწინააღმდეგება რესპუბლიკის ფასეულობებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გასული წლის დეკემბრიდან, რადიკალური იდეოლოგიის გავრცელების გამო საფრანგეთში 20 მეჩეთი და სამლოცველო დახურეს.