ეს ღონისძიება ქალაქის ცენტრში მდებარე სოკალოს მოედანზე გაიმართა. კონცერტზე დასწრება უფასო გახლდათ და მას 200 ათასი ადამიანი დაესწრო.
წინა კვირას სერ პოლმა და მეხიკოს მერმა მარსელო ებრარდმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ბრიტანელი ამ გამოსვლისათვის თანხას არ მიიღებდა.
მექსიკური მას-მედიის ცნობით, სოკალოს მოედანზე შეკრება ხალხმა დილის საათებიდან დაიწყო. ტერიტორიაზე წესრიგს 4.5 ათასი პოლიციელი იცავდა.
სერ პოლ მაკარტნი მექსიკაში უკვე ათი დღის განმავლობაში იმყოფება. ხუთ მაისს ქალაქ გვადალახარაში პირველი კონცერტი ჩაატარა, რვა მაისს კი სახელგანთქმულ “აცტეკას” სტადიონზე ვიხილეთ.