თურქეთში ჟანდარმერიის 1 200-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თურქეთში ჟანდარმერიის 1 200-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან სავარაუდო კავშირის გამო ჟანდარმერიის 1 200-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

სააგენტოს ცნობით, ჩინოვნიკმა შსს-დან აცნობა მედიასაშუალებას, რომ გამოძიების ფარგლებში ჟანდარმერიიდან დათხოვნილია 1 218 თანამშრომელი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ჟანდარმერიის 153 თანამშრომელი და თურქეთის სანაპირო დაცვის 112 თანამშრომელი. 

მიმდინარე წლის ივლისში განვითარებული მოვლენების შემდეგ, თურქეთში დაითხოვეს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება შეუჩერეს 110 000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის მოსამართლეებს, პროკურორებს, სამხედრო მაღალჩინოსნებს და სხვებს.