ალექსანდრე ჯეჯელავა - 2017 წელი ყველაზე მდიდარი იქნება განათლების მიმართულებით სიახლეებით და პროექტებით

ალექსანდრე ჯეჯელავა - 2017 წელი ყველაზე მდიდარი იქნება განათლების მიმართულებით სიახლეებით და პროექტებით

2017 წელი ყველაზე მდიდარი იქნება განათლების მიმართულებით სიახლეებით და პროექტებით, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელეს განათლების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების შესახებ. 

„ძალიან აქტიურად ვითანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით. 2017 წელი ყველაზე მდიდარი იქნება განათლების მიმართულებით სიახლეებით და პროექტებით. ეს შეეხება განათლების სისტემის ყველა სეგმენტს. 

სკოლაში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები უკეთესობისკენ, პროფესიულ განათლებაში, უმაღლეს განათლებაში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და საფუძვლიანი სიახლეები. ეს პროექტები პრაქტიკულად ყველა მომზადებულია, ბიუჯეტის პროექტში განათლების პრიორიტეტები დღესაც ასახულია და საბოლოო ვერსიაში კიდევ უფრო ცალსახად იქნება ასახული. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები იდგმება, როგორც აშშ-სთან ერთად, ისე ევროპელ პარტნიორებთან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კერძო სექტორის ხელშეწყობა განათლებაში, ვგულისხმობ კერძო სკოლებს, კერძო პროფესიულ სასწავლებლებს და კერძო უმაღლესებს, იქნება უფრო მეტად პრიორიტეტული, ვიდრე ეს აქამდე იყო. ამ მიმართულებითაც ველოდებით ძალიან პოზიტიურ გაუმჯობესებას“,- განაცხადა ჯეჯელავამ.