მმართველი პარტია ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პატრიარქის მიწვევას გეგმავს

მმართველი პარტია ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პატრიარქის მიწვევას გეგმავს

მმართველი პარტია ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიწვევას გეგმავს. ასევე დაგეგმილია სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირების, მთავრობის წევრების, სახელმწიფო ორგანოთა ხელმძღვანელების, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მოწვევა. 

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გუშინ, “ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა, სხდომაზე მოსაწვევ პირებზეც იყო საუბარი. 
პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იყვნენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.