ბარაქ ობამა - აშშ-ს, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს ბედი საფრთხის ქვეშაა

ბარაქ ობამა - აშშ-ს, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს ბედი საფრთხის ქვეშაა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მოუწოდა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი ჰილარი კლინტონს დაუჭირონ და იქვე დასძინა, რომ აშშ-ის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს ბედი საფრთხის ქვეშაა.

როგორც ბარაქ ობამამ ჩრდილოეთ კაროლინაში, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა მიტინგზე განაცხადა, რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი ადამიანის უფლებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

„რესპუბლიკის ბედი ახლა თქვენს ხელშია“, - აღნიშნა ობამამ.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა, ფლორიდაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის გამარჯვება აშშ-ში საკონსტიტუციო კრიზისს გამოიწვევს. 

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. ბოლო გამოკითხვების თანახმად, დონალდ ტრამპი დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ჰილარი კლინტონს 1%-ით უსწრებს.