საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ვინ იქნენა ახალ მთავრობაში ფინანსთა მინისტრი, ამას პრემიერი გადაწყვეტს.
"ნოდარ ხადური ახლა არის ფინანსთა მინისტრი და ვინ იქნება მომავალ მთავრობაში ფინანსთა მინისტრი, ამას პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, - განუცხადა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ.
ამ კომენტარით ხადური გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ის დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალოს.