რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ალექსი დოთიაშვილი გაათავისუფლეს. დოთიაშვილი სამი დღის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში იმყოფებოდა. მას ბრალად ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წარუდგინეს.
დოთიაშვილის გათავისუფლება 2000 რუბლიანი ჯარიმის სანაცვლოდ, სოფელ ერგნეთში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა.