ოზურგეთის მოსახლეობა ჩემგან ელოდება კონკრეტულ საქმეს საპარლამენტო სივრცეში და ამ მოლოდინებს ვუპასუხებ პარლამენტიდან

ოზურგეთის მოსახლეობა ჩემგან ელოდება კონკრეტულ საქმეს საპარლამენტო სივრცეში და ამ მოლოდინებს ვუპასუხებ პარლამენტიდან

ოზურგეთის მოსახლეობა ჩემგან ელოდება კონკრეტულ საქმეს საპარლამენტო სივრცეში და მე ამ მოლოდინებს ვუპასუხებ პარლამენტიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დარჩება იგი პარლამენტში თუ საქმიანობას გააგრძელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

„მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი, მე პატივს ვცემ ამ არჩევანს და, შესაბამისად, მზად ვარ, რომ ვიმუშაო საქართველოს პარლამენტში. მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი და მოსახლეობა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ოზურგეთის ოლქში, ჩვენგან ელოდება კონკრეტულ საქმეს საპარლამენტო სივრცეში და მე ამ მოლოდინებს ვუპასუხებ პარლამენტიდან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ოზურგეთში მაჟორიტარული სისტემით არჩევნები პირველ ტურში მოიგო.