სესხები ინტერნეტით უზრუნველყოფის გარეშე

სესხები ინტერნეტით უზრუნველყოფის გარეშე

სესხები ინტერნეტით აღარაა სიახლე, იგი ჩვენი ყოველდღიურობაა. ეს არის ფინანსური რესურსი მოულოდნელი ფულადი პრობლემების გადასაჭრელად. როცა სესხი გჭირდებათ, თქვენ აღარ გიწევთ იმაზე ფიქრი, თუ სად შეიძლება რესურსების მოძიება - მეგობრებთან, ნათესავებთან თუ სხვა ნაცნობებთან. თქვენ უკვე იცით, რომ შეგიძლიათ გახსნათ ინტერნეტ ბრაუზერი და სულ რაღაც ხუთ წუთში შეავსოთ ონლაინ სესხის განაცხადი.

ონლაინ სესხი უზრუნველყოფის გარეშე (როცა არ გიწევთ გირაოსა და თავდების მოძიება) დაზოგავს თქვენს დროს და საშუალებას მოგცემთ 15 წუთში მიიღოთ სასურველი თანხა.

ონლაინ სესხის გარდა, არსებობს სესხის მიღების უფრო ტრადიციული საშუალება - საბანკო სესხი, რომელიც ონლაინ განაცხადისგან განსხვავებით, ბევრად უფრო რთული პროცედურების გავლას მოითხოვს. მომხმარებლის წინაშე დგება არჩევანი - რომელი მათგანით სჯობს სარგებლობა....

საბნკო სესხი თუ სწრაფი სესხი ინტერნეტით?

წარმოიდგინეთ სესხის მიღების ტრადიციული მეთოდი - საბანკო სესხი: სამსახურის შემდეგ მიდიხართ, რომელიმე ბანკის ფილიალში, რომელიც შესაძლოა თქვენთან ახლოს არც იყოს და მგზავრობაში გიწევთ დროისა და ფულის ხარჯვა. შემდეგ დგახართ რიგში, ესაუბრებით ბანკის წარმომადგენელს, ადგენთ რა საბუთებია სესხის მისაღებად საჭირო. თავს უყრით ყველა საჭირო დოკუმენტს და ამ პროცედურებში ხარჯავთ დიდ ენერგიას, ნერვებსა და რაც ყველაზე მთავარია - დროს.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ რომ სახლიდან გაუსვლელად გააკეთოთ ონლაინ განაცხადი სესხზე, თქვენ აღარ მოგიწევთ არსად სიარული და დროის ფუჭი ხარჯვა. შეგიძლიათ უბრალოდ შეხვიდეთ ინტერნეტში და მოითხოვოთ სწრაფი ინტერნეტ სესხი. ამისათვის სულ რამდენიმე წუთს დახარჯავთ და არც საცობში და არც რიგებში დგომა აღარ მოგიწევთ.

რა დროს შეიძლება სწრაფი ინტერნეტ სესხით სარგებლობა?

არავინ ვართ დაზღვეული მოულოდნელობებისგან, ცხოვრება ხშირად სურპრიზებს გვთავაზობს და რიგ შემთხვევაში უსიამოვნო სურპრიზებსაც. სესხი უზრუნველყოფის გარეშე არის მოსახერხებელი და სწრაფი პროდუქტი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მისი გამოყენება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის არის რეკომენდირებული, ისეთების როგორიცაა:

ჯანმრთელიბის პრობლემა - ეს ის შემთხვევაა, როცა საქმე თქვენს სიცოხლეს ეხება და ამ შემთხვევაში, მისი სახვალიოდ გადადება არ შეიძლება.

მოულოდნელი ფინანსური ხარჯი - ფინანსები განაგებენ ჩვენს ყოველდღიურობას, მაგრამ რაც არ უნდა კარგად გქონდეთ დაგეგმილი ხარჯები, მაინც ხდება სიტუაცია, რომელსაც ვერ გაითვალისწინებთ.

სწრაფი სესხი ინტერნეტით მოკლე დროზე გათვლილი მომსახურებაა, თან არც ისე იაფი. ფინანსური უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად, საჭიროა რომ მას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ.

სანამ სესხის განაცხადს გააკეთებთ აუცილებლად გაეცანით მის პირობებს. ინფორმაცია ძირითადად საიტზეა განთავსებული და მისი მოძებნა მარტივია. უფრო მეტი დეტალებისთვის კი გულდასმით წაიკითხეთ ხელშეკრულება, რომელსაც ეთანხმებით, როცა რეგისტრაციას ასრულებთ. როგორც წესი, ხელშკრულება თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე ავტომატურად იგზავნება.

რაც უფრო მეტად იქნებით ინფორმირებული, მით ნაკლები უსიამოვნებები შეიძლება შეგექმნათ შემდგომში.

გახსოვდეთ, რომ თუ დათქმულ დროში ვერ შეძლებთ სესხის დაფარვას, მოგიწევთ მისი გადავადება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგერიცხებათ ჯარიმები. ეს იმოქმედებს თქვენს საკრედიტო ისტორიაზე და შემდგომში შეგიზღუდავთ წვდომას ფინანსურ რესურსებზე.

როგორ მოვიქცეთ თუ სესხს დროულად ვერ ვფარავთ?

თუ წინასწარ ხვდებით, რომ სესხს დროზე ვერ ფარავთ, მაშინ თავად დაუკავშირდით კომპანიას, რომლისგანაც ფული ისესხეთ და აუხსენით შექმნილი მდგომარება. ხშირია შემთხვევა, როცა კრედიტორი კომპანია გარკვეულ დათმობებზე მოდის და ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე ხდება შეთანხმება

შეადგინეთ ფულის ხარჯვის  გეგმა – დათვალეთ  თქვენი შემოსავალი და გაწერეთ თუ რაში შეიძლება დახარჯოთ თითოეული ლარი. ფულის გეგმიური მოხმარება  აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს და სესხის დასაფარად გარკვეული დანაზოგის შექმნის საშუალებას მოგცემთ.

იმ შემთხვევაში თუ ბევრი პატარ-პატარა სესხი დაგიგროვდათ გააერთიანეთ ისინი ერთ სესხად.

თუ ხვდებით, რომ თავს ვერ ართმევთ ამ ყველაფერს დაუკავშირდით ფინანსების სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია პრაქტიკული რჩვები მოგცეთ. მსგავსი სერვისები ძირითადად ფასიანია, მაგრამ საქართველოში არის სხვადსახვა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მოსახლეობას უფასო კონსულტაციას უწევენ.