"ყაზტრანსგაზ-თბილისი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 2 ნოემბერს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქ.თბილისში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე "გარდენია შევარდნაძე"-ში მომხდარი ხანძარი შესაძლოა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს მიერ წარმოებული სამუშაოებით იყო გამოწვეული. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან კომპანიის თანამშრომლები აღნიშნული ობიექტიდან მოშორებით აწარმოებდნენ სამუშაოებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისაგან.