საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

რაჭაში, ონიდან 6 კილომეტრში დღეს მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდას შეადგენდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს, მიწისძვრა 12:52 საათზე მოხდა.

როგორც ცენტრში აცხადებენ, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭის სოფლებია და შესაძლოა მოსახლეობამ მიწისძვის ბიძგები იგრძნო, თუმცა მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით ცენტრში ინფორმაცია არ შესულა.