2012 წლის ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლების: ანრი ჯოხაძის და ბექ ვოკალისტების , ვერიკო ტურაშვილის, ნინო ძოწენიძის, ნინი შერმადინის, მაგდა ჯოხაძის, პროფესიონალი მოცეკვავის ,- სალომე ჭაჭუას სასცენო აქსესუარებზე ცნობილი დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი ზრუნავს.
ფატუნა ბუშიჰედის დიზაინით სპეციალურად ანრი ჯოხაძისთვის ფეხსაცმელი იკერება. ბექ ვოკალისტების ფეხსაცმლის დიზაინერი კი თამარ არეშიძე იქნება. დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი ამერიკაში მოღვაწეობს და წარმოშობით ქართველია. 5 წლის ასაკში სამსახიობო კარიერა დაიწყო, - გამოჩნდა ტელეეკრანზე და თეატრის სცენაზე, პატარა გოგონა წარმატებით გამოდიოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნაბში. ის ეუფლებოდა ფორტეპიანოზე დაკვრას, ბალეტს, ქართულ ხალხურ ცეკვას, ხატვას... 15 წლის ასაკში ტელეწამყვანიც გახდა.
მან სტომატოლოგის პროფესია აირჩია და დაოჯახდა კიდეც. ამერიკელ მეუღლესთან ერთად იმოგზაურა: აშშ-ში, მექსიკაში, დასავლეთ ევროპაში, რუსეთში, აღმოსავლეთის ქვეყნებში ... 2008 წლიდან ფატუნა მოდელირებით დაინტერესდა, თავისი ერთ-ერთი საცხოვრებელი სტუდიად გადააკეთა და დიზაინერის საქმიანობა დაიწყო (www.patunafashion.com ). მან ვერმონტში ინსტიტუტი ტანსაცმლის დიზაინის, კერვის, კოსმეტოლოგიის ესთეტიკის განხრით დაამთავრა.
პროფესიონალმა დიზაინერმა მსოფლიო მოდის სამყაროში თავი დაიმკვიდრა და დიდი პოპულარობითაც საგებლობს. იყენებს სვაროვსკის თვლებს. მისი ხაზი გამოირჩევა დახვეწილობითა და ელეგანტურობით. მის ნამუშევრებს ატარებენ სილამაზის კონკურსების „მის მსოფლიო“ , „მის საქართველო“ მონაწილეები. 2010 წლის დეკემბერში ნაციონალურმა ტელევიზიამ ის „ წლის ექსტრაორდინალურ სტუმრად“ აღიარა და 20 ყველაზე წარმატებულ ქალს შორის დაასახელა.
20120 წლის ევროვიზიის კონკურსის ნახევარფინალები 22 და 24 მაისს, ფინალი - 26 მაისს გაიმართება. კონკურსის ლოგოა - „ცეცხლოვანი ყვავილი“, სლოგანი - „დაანთე ცეცხლი“.