”ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს

”ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს

”ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის, ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს.

”მათ იციან, რომ 2018 წელს ისინი უბრალოდ დამარცხდებიან და ამიტომ აკეთებენ ყველაფერს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს. რაც შეეხება მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას, ყველამ იცის, რომ მას შემდეგ, რაც მარგველაშვილის პოზიციები დაშორდა ”ქართული ოცნების” პოზიციებს, მათ მცდელობაც ჰქონდათ, რომ მარგველაშვილის უფლებამოსილებები ვადაზე ადრე შეეკვეცათ. წინა პარლამენტში ამაზე საუბარი იყო”, - განაცხადა სერგო რატიანმა.