ორპალატიანი პარლამენტის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ

ორპალატიანი პარლამენტის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ

საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერი ნათლად არის კონსტიტუციაში.

”1995 წლის ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სუვერენიტეტის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების შემდეგ. გასაგებია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს დეოკუპაცია ”ქართული ოცნების” პრიორიტეტი არ არის, მაგრამ ეს არის ერთმნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლის შეცვლაც იქნება წარმოუდგენელი და უკან გადადგმული ნაბიჯი”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ არ გამორიცხა, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის ფართო ფორმატში, შეთანხმება ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებაზე შედგეს.