დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ხვდება

დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ხვდება

საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ხვდება.

უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრებიან. პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.

როგორც გია ვოლსკიმ შეხვედრის დაწყების წინ 2030.news-ს განცუხადა, კონსულტაციის მთავარი თემაა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაგეგმვა და საორგანიზაციო საკითხები.

გია ვოლსკის თქმით, ჯერ უცნობია, როდის გაიმართება პირველი სესია და ვინ იქნებიან მოწვეული პირველ სხდომაზე.

„ველოდებით ცესკო-ს საბოლოო შედეგებს და სხდომა ამის შემდეგ ჩაინიშნება", - განაცხადა ვოლსკიმ.