პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში ამხანაგობებისთვის ტრენინგები ჩატარდა

პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში ამხანაგობებისთვის ტრენინგები ჩატარდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის საპილოტე პროექტის, „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის სპეციალური ტრენინგი ჩატარდა თემაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის და ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლები“.

ტრენინგები, რომელსაც  საბურთალოს რაიონის 22 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე დაესწრო, ჩაატარა კონსორციუმმა „სამართლებრივი დახმარება საქართველოს“.   განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთხით დღეს მოქმედმა კანონმდებლობამ. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება კანონის კონკრეტულ მუხლებში ცვლილებების შეტანის საჭიროებაზე.

ტრენინგებს დაესწრო საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რომელმაც აუდიტორიას შესთავაზა საბურთალოს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციის შექმნა. გამგებლის ინიციატივაზე ამხანაგობის თავმჯდომარეებს შორის გაიმართა დისკუსია ასეთი გაერთიანების შექმნის მიზანშეწონილობაზე, მოსალოდნელ შედეგებსა და მუშაობის სპეციფიკაზე.

საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციის შექმნა პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეტაპია.