ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების აუცილებლობას ვერ ვხედავ

ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების აუცილებლობას ვერ ვხედავ

”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძე ორპალატიანი საპარლამენტო სისტემის ამოქმედების აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ გოგუაძემ ”ინტერპრესნიუსს” შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას განუცხადა.

”მე როგორც ვიცი, ეს ორპალატიანი სისტემა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში იმ ნორმას, რომლის მიხედვითაც წარმომადგენლობა აფხაზეთიდანაც უნდა იყოს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ამიტომ მგონია, რომ ძალიან საფრთხილოა. ვერ ვხედავ აუცილებლობას ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სხვა ცვლილებების გატარება მგონია ამ ეტაპზე“, - განაცხადა გოგუაძემ.

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, არის მოსაზრება, რომ ჩვენ გადავიდეთ სრულ საპარლამენტო მართვის სისტემაზე.