რომან გოცირიძე:   ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შემოსავლების სტატისტიკას აყალბებს

რომან გოცირიძე: ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შემოსავლების სტატისტიკას აყალბებს

ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შემოსავლების სტატისტიკას აყალბებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა. მისივე განცხადებით, მთავრობა ამ გზით ოქტომბრის შემოსავლების გეგმის მნიშვნელოვანი ოდენობით ჩავარდნის დამალვას ცდილობს.

„ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შემოსავლების სტატისტიკას აყალბებს. ოქტომბრის შემოსავლები ხაზინის მონაცემებით, 911,1 მილიონი ლარია, მაშინ, როცა ყოველდღიური შემოსავლების ჯამი ხაზინისვე ინფორმაციით, 845 მილიონ ლარს შეადგენს. 66 მილიონი ლარი არის დამატებული. მთავრობა ამით ცდილობს ოქტომბრის შემოსავლების გეგმის მნიშვნელოვანი ოდენობით ჩავარდნის დამალვას.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოქტომბრის გაყალბებულ მაჩვენებელში შედის ფინანსთა სამინსიტროს მიერ ბიუჯეტის შესახებ კანონის დარღვევით დამატებით აღებული საშინაო ვალი 91 მილიონი ლარის ოდენობით, ვნახავთ რომ ვითარება სავალალოა.

მთავრობას უწევს ამ ჩავარდნის გადაფარვა ნაშთებიდან მომატებული ხარჯით, რაც ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის ერთერთი მიზეზია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.