ნინო გოგუაძე:  კონსულტაციები მექნება, როგორც დავით უსუფაშვილთან, ისე ”რესპუბლიკურ პარტიასთან”

ნინო გოგუაძე: კონსულტაციები მექნება, როგორც დავით უსუფაშვილთან, ისე ”რესპუბლიკურ პარტიასთან”

კონსულტაციები მექნება როგორც დავით უსუფაშვილთან, ისე ”რესპუბლიკურ პარტიასთან”, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ”თავისუფალი დემოკრატები” თანამშრომლობას არც ერთ პროდასავლურ ძალასთან არ გამორიცხავს.

”უსუფაშვილი წავიდა ”რესპუბლიკური პარტიიდან”. ”რესპუბლიკური პარტიაც” გადარჩება და თავის სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში და ასევე დავით უსუფაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, კომპეტენტური ადამიანი. კარგია, რომ ის აპირებს ოპოზიციურ როლში ყოფნას და ძალიან მნიშვნელოვანია მისი მოსაზრებების გაცნობა. მე მას აუცილებლად შევხვდები, დაველაპარაკები, ჩემთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმის გაგება, თუ რა ღირებულებებზე მოხდა გაუგებრობა ”რესპუბლიკურ პარტიასთან”, რადგან ორივე პარტია ვართ ლიბერალური ღირებულებების მქონე. მე კონსულტაციები მექნება, როგორც დავით უსუფაშვილთან, ისე ”რესპუბლიკურ პარტიასთან”. ჩვენ საერთოდ არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას არც ერთ პროდასავლურ ძალასთან, მაგრამ რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა კონკრეტულ სიტუაციაში, ამას მომავალი გვიჩვენებს”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.