ნოდარ ჯავახიშვილი მინისტრის თანამდებობაზე შესაძლოა, ზურაბ ალავიძემ შეცვალოს

ნოდარ ჯავახიშვილი მინისტრის თანამდებობაზე შესაძლოა, ზურაბ ალავიძემ შეცვალოს

საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა, ზურაბ ალავიძეც მოხვდეს.

არსებული ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს სწორედ ზურაბ ალავიძე შეცვლის.

ზურაბ ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

ალავიძე ამ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა დანიშნა.