გუშინ გამოცემამ “Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ “შეშლილების” ერთ-ერთ უახლოეს სერიაში, ჯგუფი “The Beatles”-ის ალბომში “Revolver” განთავსებული კომპოზიცია “Tomorrow Never Knows” აჟღერდება.
ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა ამ სიმღერის გამოყენების უფლების მოსაპოვებლად 250 ათასი დოლარი გადაიხადა. პროექტის ხელმძღვანელებმა სერ პოლ მაკარტნისთან, რინგო სტართან, იოკო ონოსთან და ოლივია ჰარისონთან შესაბამისი კონტრაქტი უკვე გააფორმეს.
საინტერესოა, რომ აშშ-ის ტელევიზიებში, ამა თუ იმ პოპულარული ჯგუფის კომპოზიციის გამოყენება ხუთჯერ ნაკლები თანხა ღირს, მაგრამ ლეგენდარული ბრიტანელებისათვის გამონაკლისი დაუშვეს. ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ზემოთდასახელებული გარიგება ადგილობრივი ტელევიზიების არსებობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია.