სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება არის მიუღებელი და აზიანებს მეორე ტურების კამპანიას

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება არის მიუღებელი და აზიანებს მეორე ტურების კამპანიას

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე სანდრა რულოვსის მიერ მეორე ტურზე უარის თქმას მიუღებელს უწოდებს.

როგორც თარგამაძე ჟურნალსიტებს განუცხადა, პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე და, აქედან გამომდინარე, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება არის მიუღებელი, სამწუხაროდ, მეტიც - აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას.

"ბუნებრივია, ჩვენ ყველამ ვიცოდით წინასწარ, რომ ივანიშვილი დაგვიპირისპირებდა უკიდურეს ძალადობას, მანიპულაციებს, დაშინებ. ამიტომ აქ ახალი არაფერი არ მომხდარა. ბუნებრივია, პარტია ახდენს ძალისხმევის გონივრულ დიფერენცირებას დარჩენილი მეორე ტურების ოლქების მიხედვით, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბრძოლას აქვს აზრი, ეს ყველაზე ნათლად დაადასტურა არნეულის ამომრჩეველმა. ჩვენ ვთვლით, რომ ამომრჩეველი უნდა დავიცვათ. ჩვენ ვიბრძოლებთ მეორე ტურებში",-აღნიშნა გივი თარგამაძემ.