მარინ ლე პენი და გი ვერჰოფსტადტი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებას აკრიტიკებენ

მარინ ლე პენი და გი ვერჰოფსტადტი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებას აკრიტიკებენ

პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მარინ ლე პენმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა.

„სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპთან გააფორმა, პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური ფიასკოა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ლე პენის აზრით, ევროკავშირმა, თავისი 27 წევრი სახელმწიფოთი, მიიღო გაერთიანებული სამეფოზე უარესი პირობები.

ანალოგიურ პოზიციას იზიარებს ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გი ვერჰოფსტადტი და შეთანხმებას „კატასტროფას“ უწოდებს.

„ევროკავშირისა და აშშ-ს შორის შეთანხმება სკანდალურია... კატასტროფა... ამერიკის მხრიდან არცერთი დათმობა... ცუდად შეთანხმებული“, - წერს ვერჰოფსტადტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დონალდ ტრამპმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შეძლეს.

მარბიელი "კართაგენი /ევროკავშირი/ უნდა დაინგრეს!"
ევროკავშირი ამოსმული ჰყავს აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთს, აზერბაიჯანსაც კი და საქართველოზე უნდა ძალის ჩვენება
4 საათის უკან
მარბიელი ჩვენებურ მეცოცხეებს თუ მოვუსმენთ, ტალიაშვილის მიღება ოვალურ კაბინეტში არაფერია და ფონდერლაიენი ტრამპმა გოლფკლუბში, თუ საჯინიბოში რომ მიიღო, ეს უდიდესი მოვლენაა
4 საათის უკან