დიდუბის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამტრედიის ქუჩა N4ა -სა  და N2 კორპუსებთან  კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს, ამის შემდგომ ასფალტის ახალი საფარი დაიგება. მიქელაძის ქუჩაზე კი, ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი იგება და რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში ასევე მოწესრიგდება საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური.

დიდუბის რაიონში ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა დიდუბის რაიონში, 103 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეს.