ბექა ნაცვლიშვილი  საბავშვო ბაღების პედაგოგებს შეხვდა

ბექა ნაცვლიშვილი საბავშვო ბაღების პედაგოგებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მე-10 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი   ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მე-10 ოლქის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების პედაგოგებს შეხვდა.

 შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სკოლამდელი პედაგოგიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,თბილისში აშენდა 7 საბავშვო ბაღი, უახლოეს მომავალში დასრულდება კიდევ 3. ეს არის ჯანსაღი პროცესის დასაწყისი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, იგი  განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებული მიდგომისგან, როდესაც დაიხურა 50-მდე ასეთი დაწესებულება", -განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.