2016 წლის 9 თვეში, საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილია 2 181 684 მგზავრი, რაც 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 23 პროცენტით მეტია

2016 წლის 9 თვეში, საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილია 2 181 684 მგზავრი, რაც 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 23 პროცენტით მეტია

2016 წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში სულ გადაყვანილია  2, 181, 684 მგზავრი, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებელი, 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 23 პროცენტით არის გაზრდილი, 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი  - 103 პროცენტით.

საქართველოს ოთხი აერეპორტის მგზავრთნაკადის ბოლო ცხრა თვის მონაცემების პრეზენტაცია დღეს თბილისის საერთშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც  პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა.

"მგზავრთნაკადის მაჩვენებელი 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 103 პროცენტით არის გაზრდილი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ტვირთნაკადის მიმართულებითაც,  ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 99 პროცენტით არის  გაზრდილი. ძალიან კარგი მაჩვენებელია ზოგადად საავიაციო ტვირთები მხრივ.  ეს არის ყველაზე ძვირადღირებული ტვირთი, რომელსაც ყველაზე მეტი დამატებითი ღირებულების გადასახადი აქვს,  რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა სწორი მიმართულებით მიდის, ჩვენ სწორად ვვითარდებით. გაზრდილია ტურისტების რაოდენობაც. ჩვენ თითქმის ხუთ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე ავედით 9 თვის განმავლობაში, რაც ასევე მნიშვნელოვანია",-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს აეროპორტებში ამ ეტაპზე 33 ავიაკომპანია ოპერირებს, ხოლო ავიარეისები  20 ქვეყნის 46 მიმართულებით სრულდება.