მერვე მოწვევის პარლამენტის სხდომები მაჟორიტარი დეპუტატებიდან ყველაზე ხშირად მარიკა ვერულაშვილმა გააცდინა, - ამის შესახებ აღნიშნულია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშში, რომელიც მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობას ეხება.
მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის სტატისტიკა ასე გამოიყურება 1. ვერულაშვილი მარიკა 19 გაცდენა 2. ბუცხრიკიძე კახა 18 გაცდენა 3. ქარდავა ლევანი 15 გაცდენა 4. ბეჟუაშვილი დავითი გაცდენა 5. ახალაია როლანდი 13 გაცდენა 6. კვაჭანტირაძე ზვიადი 13 გაცდენა 7. ლეჟავა პაატა 12 გაცდენა 8. ჭავჭანიძე დავითი 12 გაცდენა 9. სამხარაული გელა 11 გაცდენა 10. ხაბელოვი ლერი 11 გაცდენა 11. ჯაფარიძე ვიქტორი 11 გაცდენა 12. სანიკიძე გუბაზი 11 გაცდენა 13. დუმბაძე მურმანი 10 გაცდენა 14. პეტროსიანი სამველ 9 გაცდენა 15. ღვინიაშვილი გიორგი 9 გაცდენა 16. ბოლქვაძე ანზორი 8 გაცდენა 17. ნაყოფია კობა 8 გაცდენა 18. ჩილინგარაშვილი ზურაბი 8 გაცდენა 19. დოლიძე ვიქტორი 8 გაცდენა 20. ჭკუასელი თეიმურაზი 7 გაცდენა 21. გელაშვილი ვალერი 7 გაცდენა 22. ენუქიძე გოჩა 7 გაცდენა 23. ძიძიგური ზვიადი 7 გაცდენა 24. შავლოხაშვილი რევაზ 7 გაცდენა 25. ჯაფარიძე თამაზ 6 გაცდენა 26. ბობოხიძე აკაკი 6 გაცდენა 27. ზვიადაური ზურაბ 6 გაცდენა 28. ოქრიაშვილი კახა 6 გაცდენა 29. ფოფხაძე გედევან 6 გაცდენა 30. კედელაშვილი ზაზა 5 გაცდენა 31. გელაშვილი გელა 5 გაცდენა 32. მკოიანი ენზელ 5 გაცდენა 33. ფეიქრიშვილი გიორგი 5 გაცდენა 34. ქუცნაშვილი ზაქარია 5 გაცდენა 35. შავგულიძე შალვა 5 გაცდენა 36. აბაშიძე ზურაბი 4 გაცდენა 37. ბუკია გოდერძი 4 გაცდენა 38. ლიპარტელიანი გოგი 4 გაცდენა 39. შერვაშიძე იაშა 4 გაცდენა 40. ჩაფიძე ელისო 4 გაცდენა 41. ჩხაიძე თეიმურაზ 4 გაცდენა 42. ხაბულიანი სერგო 4 გაცდენა 43. ონოფრიშვილი დავითი 3 გაცდენა 44. დარცმელიძე დავითი 3 გაცდენა 45. კობახიძე მანანა 3 გაცდენა 46. ჯაჭვლიანი სოსო 3 გაცდენა 47. ჩიტაშვილი ვაჟა 3 გაცდენა 48. ტრიპოლსკი ერეკლე 3 გაცდენა 49. კიკნაველიძე პაატა 3 გაცდენა 50. მეგრელიძე ომარი 2 გაცდენა 51. მისაბიშვილი გურამი 2 გაცდენა 52. ლემონჯავა ვახტანგი 2 გაცდენა 53. ბესელია ეკა 1 გაცდენა 54. სულეიმანოვი აზერ 1 გაცდენა 55. წიკლაური მირიანი 1 გაცდენა 56. ხაბარელი შოთა 1 გაცდენა 57. ხუნდაძე დიმიტრი 1 გაცდენა 58. კორძაია თამარი 1 გაქცდენა 59. ქავთარაძე გიორგი 1 გაცდენა 60. ქანთარია ალექსანდრე 1 გაცდენა
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა იმ მაჟორიტარი დეპუტატების სია, რომლებსაც არასდროს გაუცდენიათ პარლამენტის პლენარული სხდომები.
დეპუტატების სია ასე გამოიყურება: გოზალიშვილი გიორგი; ებანოიძე ნოდარი; ვახტანგაშვილი მალხაზი; ლონდარიძე ტარიელი; პაპუაშვილი ზაზა; უსუფაშვილი დავით; წერეთელი მალხაზი; ხალვაში როსტომი; ხალვაში ფატი; ხმალაძე ვახტანგ; ხიდაშელი თამარი; კახიანი გიორგი; დანელია სოსო.
ანგარიშის მიხედვით, დეპუტატების მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი პლენარული სხდომების სიხშირის მიუხედავად, მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრებიდან ხელფასი დაექვითა მხოლოდ 5 დეპუტატს.
ჯამში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის პლენარული სხდომების გაცდენისთვის დაქვითული ხელფასების ოდენობა ასე გამოიყურება: თემურ ჭკუასელი 400 ლარი; როლანდ ახალაია 200 ლარი; მარიკა ვერულაშვილი 758 ლარი; ვიქტორ ჯაფარიძე 390 ლარი.
როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პლენალურ სხდომებს არაერთი დეპუტატი აცდენდა, ფინანსური სანქცია მხოლოდ 5 დეპუტატს დაეკისრა, რის გამოც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ფინანსური სახდელების არასამართლიან გადანაწილებაზე საუბრობს.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი ნორმები ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის წევრების მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ადეკვატური სანქციების გამოყენებას.
ამასთან, მათივე შეფასებით გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რიგგარეშე პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისას დეპუტატების უმრავლესობას სანქცია საერთოდ არ დაკისრებია.