მაჟორიტარი დეპუტატებიდან, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ყველაზე მეტჯერ ეკა ბესელიამ ისარგებლა

მაჟორიტარი დეპუტატებიდან, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ყველაზე მეტჯერ ეკა ბესელიამ ისარგებლა

მერვე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატებიდან ყველა მეტჯერ სიტყვით გამოსვლის უფლებით ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ისარგებლა, - ამის შესახებ აღნიშნულია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების"  მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშში, რომელიც მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობას ეხება.

ეკა ბესელიას შემდეგ, სიტყვით გამოსვლის უფლებით ყველაზე ხშირად დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ ისარგებლა.

ანგარიშის მიხედვით, პარლამენტში სიტყვით ეკა ბესელია 436-ჯერ გამოვიდა, ვახტანგ ხმალაძემ - 392-ჯერ, ზაქარია ქუცნაშვილი - 361-ჯერ, დავით ონოფრიშვილი - 226-ჯერ, შალვა შავგულიძე - 215-ჯერ.