მე-8 მოწვევის პარლამენტში, მაჟორიტარების 10 პროცენტი პლენარულ სხდომებზე სიტყვით არასდროს გამოსულა

მე-8 მოწვევის პარლამენტში, მაჟორიტარების 10 პროცენტი პლენარულ სხდომებზე სიტყვით არასდროს გამოსულა

"სამართლიანი არჩევნებისა  და  დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის  მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომებზე სიტყვით არ გამოსულა.

10-ჯერ და უფრო ნაკლებად სიტყვით გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატების 30%, ხოლო 100-ჯერ და უფრო მეტჯერ პარლამენტის ტრიბუნით ისარგებლა მაჟორიტარების 17%-მა.

გარდა ამისა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა არასაპატიო მიზეზით 378 სხდომა გააცდინეს. 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან სხდომა არასაპატიო მიზეზით არასოდეს გაუცდენია 11 პროცენტს.