ევროკავშირის საბჭო გარე საზღვრების კონტროლის წესების გადახედვას ითხოვს. საბჭო ევროკავშირის წევრებს მოუწოდებს, საზღვრების გადაკვეთის სისტემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია 2016 წლის ბოლომდე ჩამოაყალიბონ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შდეგად მიღებულ დოკუმენტში.
ევროკავშირის საბჭო ევროკომისიისგან ელის ევროპაში მგზავრობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) შექმნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას, რაც ევროკავშირს მისცემს საშუალებას, უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მოგზაურებისთვის უსაფრთხოების შემოწმებები გაამკაცროს და ,საჭიროების შემთხვევაში, მათ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთრხრას.
როგორც სექტემბერში ვებპორტალი EurActive წერდა, ევროკომისია მუშაობს მგზავრთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაზე, რომელსაც იმ ქვეყნების მოქალაქეები გამოიყენებენ, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟმით სარგებლობენ. EurActive-ის ინფორმაციით, ETIAS-ის სისტემაში თითოეული მგზავრის რეგისტრაცია ფასიანი უნდა იყოს. აღნიშნული პროექტი ევროკავშირს მისცემს საშუალებს, შექმნას ევროკავშირში უვიზოდ ჩასული უცხოელების ერთიანი ბაზა.