ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტის წევრებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმების უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიღწევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შდეგად მიღებულ დოკუმენტში.
"ევროკავშიირ საბჭო მოუწოდებს პროგრესის მიღწევსკენ ევროკავშირი-თურქეთის შეთანხმებაში მონაწილე ყველა წევრი ქვეყნის ვალდებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის ვიზალიბერაიზაციასთან დაკავშირებით. კანონმდებლებისთვის შეთავაზებულია ვიზების მიმართ შეჩერების მექანიზმის გადახედვასთან დაკავშირებით შეთანხმების უახლოესი რამდენიმე კვირაში მიღწევა", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში..
ამას გარდა ევროკავშირის საბჭო გარე საზღვრების კონტროლის წესების გადახედვას ითხოვს და საბჭოს წევრებს მოუწოდებს, საზღვრების გადაკვეთის სისტემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია 2016 წლის ბოლომდე ჩამოაყალიბონ. ევროკავშირის საბჭო ევროკომისიისგან ელის ევროპაში მგზავრობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) შექმნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას, რაც ევროკავშირს მისცემს საშუალებას უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მოგზაურებისთვის უსაფრთხოების შემოწმებები გაამკაცროს და ,საჭიროების შემთხვევაში, მათ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთრხრას.