გლდანის რაიონში, მორეტის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

გლდანის რაიონში, მორეტის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, მე-4 მიკრო რაიონში, მორეტის II შესახვევში  გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოების ფარგლებში, 770 კვ.მ. ფართობზე იგება ასფალტის საფარი. გზის რეაბილიტაციისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 56 164 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

მორეტის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ამორტიზირებული საკანალიზაციო ქსელი შეიცვალა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოებს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი’’ ასრულებდა.

2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონის მასშტაბით, 52 ობიექტზე განხორციელდა გზის საფარის რეაბილიტაცია, რაშიც სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

წლის ბოლომდე ასფალტი კიდევ 5 მისამართზე დაიგება.