"აბაშიძე-კარასინის არხი არ გახლავთ შექმნილი ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს არ არის ის ფორმატი, სადაც აქტიურად განიხილება ოკუპაციის თემა, რომელზეც ხელისუფლების პოზიცია უკომპრომისოა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ქართული მხარის პოზიცია არის უკომპრომისო და მომავალშიც ასე იქნება.

"აბაშიძე-კარასინის არხი არ გახლავთ შექმნილი ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ. ჩვენი პოზიცია არის უკომპრომისო, შეურიგებელი, ძალიან პრინციპული და ეს იქნება ჩვენი პოზიცია მომავალში, რა განვითარებაც არ უდნა იყოს სხვა სახის ურთიერთობებში, როგორიც არის ტურიზმი, ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, რაშიც საქართველოს მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას და გარკვეულ სარგებელს", - განაცხადა ციხელაშვილმა აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შეფასებისას.