"სააკაშვილი აღარავის აინტერესებს და "სელფ-ვიდეოებით" ერთობა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მიერ, დღეს "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ მიმართავს არასერიოზულად აფასებს.

კობახიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი აღარავის აინტერესებს და ამიტომ "სელფ-ვიდეოებით".

"მიხეილ სააკაშვილი აღარავის აინტერესებს, მათ შორის აღარც საკუთარ პარტიაში, ამიტომ ის სელფ-ვიდეოებით ერთობა, რაც უკვე კლოუნადას დაემსგავსა. კლოუნი მე ვიცი კეთილი, თუმცა მიხეილ სააკაშვილს სიკეთესთან საერთო არაფერი აქვს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა "ფეუსბუქის" გვერდზე ვიდეო მიმართვა დღეს გაავრცელდა და აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნების პირველ ტურამდე დაბრუნებას არ აპირებდა.

"პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხი, ვინც მიკიჟინებს, თუ რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად  და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი, დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩემი მომხრეები სამოქალაქო დაპირპისრების ინსიპირირებაში", - განაცხადა სააკაშვილმა.