ბოლო მომენტამდე საკონსტიტუციო სასამართლო ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ინსტიტუტის პარალიზება ბოლოს მაინც მოხდა

ბოლო მომენტამდე საკონსტიტუციო სასამართლო ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ინსტიტუტის პარალიზება ბოლოს მაინც მოხდა

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყნის ინსტიტუტები და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო უაღრესად დასუსტდა, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კანდელაკმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ”ბოლო მომენტამდე საკონსტიტუციო სასამართლო ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ინსტიტუტის პარალიზება ბოლოს მაინც მოხდა”.

”იმისათვის, რომ ინსტიტუტები ბოლომდე არ ჩამოიშალოს, ამ კაცის ხუშტურებზე არ მოხდეს სასამართლოს და ჩვენი ცხოვრების გამოჭრა, ყველა უნდა მივიდეთ მეორე ტურებზე და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საშუალება არ მივცეთ’’, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია. ფარული კენჭისყრისას, თავაძეს სხდომაზე დამსწრე პლენუმის 8 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი.